|
2019-02-18 18:26:13, 3614 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე - მზად ვართ, ეროვნულ ბანკთან ერთად ამ სიტუაციიდან გამოსვლის გზები მოვნახოთ
"ჩვენ მზად ვართ დიალოგის რეჟიმში განვაგრძოთ ამ სიტუაციიდან, ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსვლის გზები მოვნახოთ", - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ბანკის დაარსების დღიდან მის მთავარ ღირებულებას გამჭვირვალობა წარმოადგენს. „ჩვენ დღეს შევიკრიბეთ რომ საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს, აქციონერებს თანამშრომლებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს გაცნობოთ, რომ ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ძლიერი გუნდი და ერთად ვდგავართ ამბიციური მიზნების მისაღწევად. პირველ რიგში, გვინდა ხაზგასმით ვთქვათ, რომ პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს. „თიბისის“ დაარსების დღიდან, ჩვენს ღირებულებებს წარმოადგენს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება. როგორც თქვენთვის ცნობილია, "თიბისი ბანკმა" სასამართლოში გაასაჩივრა 11 წლის წინანდელ საქმეზე გამოტანილი რეგულატორის ყველა გადაწყვეტილება და ველოდებით მართლმსაჯულებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ დიალოგის რეჟიმში განვაგრძოთ ამ სიტუაციიდან ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსვლის გზები, რომ ავიცილოთ თავიდან პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და ზოგადად საქართველოს ეკონომიკაზე", - განაცხადა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, 14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა. გარდა ამისა, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის 2-თვიანი ვადა მიეცა. „თიბისი ბანკში“ განაცხადეს, რომ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად მათ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებენ და სასამართლო დავას გააგრძელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)