|
2019-02-18 14:22:39, 1163 ნახვა
პოლიტიკა
„ეს არ არის ბიუროკრატია, პოლიტიკური ორგანოა“ - ხმაური იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავჯდომარე, ანრი ოხანაშვილსა და უმრაველსობის წევრ, ლევან გოგიჩაიშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. როგორ გოგიჩაიშვილმა განაცხადა, მისი გვარი ამოღებულია ორი კანონპროექტიდან, სადაც ის გეგმის თავდაპირველი ვარიანტით პასუხისმგებელ პირთა შორის იყო. „ვერ დაგელოდებით ბატონო ანრი, ძალიან მეჩქარება და იმიტომ კითხვა მაქვს და უნდა დავსვა. ახლიდან დაიწყეთ სამოქმედო გეგმის ჩამოწერა თუ რა არის? თქვენ ინფორმაცია გქონდათ, რომ მე გამოვხატე სხვადასხვა ჯგუფებში ყოფნის სურვილი. დღევანდელი პროექტიდან, ყველგან ვარ ამოღებული. იქნებ გაითვალისწინოთ ძველი სამოქმედო გეგმაში როგორც იყო ჩამოწერილი, მოიკითხოთ აპარატში და აპარატმა თვითონ გადაგზავნოს, იმიტომ, რომ ყოველდღე ახალი წესრიგი, მე ვფიქრობ, რომ არ არის სერიოზული, ეს არის უწყვეტი საპარლამენტო მოწვევა. შესაბამისად, ახლა თავმჯდომარე წავა, მოვა, ის გადაწყვეტილება, რაც არის მიღებული, ის უნდა გაგრძლედეს. თუ არადა მაშინ თავიდან უნდა ჩაატაროთ გინდა კენჭისყრა და გინდა სხვა პროცედურები. სადაც ვეწერე, ძალიან გთხოვთ ისევ იქ დამაბრუნეთ“, - მიმართა გოგიჩაიშვილმა ოხანაშვილს. თავის მხრივ, ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილს განუმარტა, რომ სამოქმედო გეგმის კანონპროექტებზე ყველა დეპუტატი, როგორც კომიტეტის პასუხისმგებელი პირი, მათი სურვილის მიხედვით შეირჩა. „წესებს ვიცავთ, სხდომა მიჰყავს თავმჯდომარეს, რა თქმა უნდა, მუდმივი არავინ არ არის ამ ქვეყანაზე და პოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა ტკბება თავისი პოზიციიით, აქ ვართ კონსტრუქციულად ყველანი განწყობილი, იმისთვის რომ კოლეგიალურად ვიმუშავოთ. ამიტომ თუ გეჩქარებათ სადმე, გეთქვათ თავიდან და მოგცემდით სიტყვას. პატივი ვცეთ ერთმანეთს, დავიცვათ სტანდარტი, ეთიკის წესები და კოლეგიალურად ვიმოქმედოთ. მეილზე გამოგეგზავნათ სულ ყველას შეთავაზება - „გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თქვენი ინტერესის სფერო“, ამას ვერავინ ვერ უარყოფს ლევან, მათ შორის შენც, თუ შენ გვეტყვი, რომ შენ გამოგვიგზავნე რომელიმე კონკრეტული საკითხი და ჩვენ არ ჩაგწერეთ, შენიშვნას მივიღებ, მაგრამ თუ ამას ვერ იტყვი და არ გამოგიგზავნია... ხმას დაუწიე ლევან, მშვიდად. თუ არ გინდა რომ სხდომას დაესწრო და მშვიდად წარმოართო პროცესი, გთხოვ, რომ დატოვო სხდომა. თუ სადმე გსურთ დამატება, დაგამატებთ“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. ეს ქვედა დინებები, ვიღაცას სადღაცას გადასვამთ, გადმოსვამთ, შეინახეთ თქვენთვის. ის კი არ არის აქ ბიუროკრატიული შეხვედრა, პოლიტიკური ორგანო არის. მოიქეცით სიე, როგორც უნდა იქცეოდნენ პარლამენტის წევრები
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)