|
2019-02-18 13:30:42, 1128 ნახვა
კომენტარი
სოფო კილაძე ბესელიას კანონპროექტზე - კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, მისი თანაგუნდელის ეკა ბესელიას მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეების დანიშნვის საკითხს შეეხება, დეტალურად უნდა განიხილონ. კილაძის შეფასებით, კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი კიტხვის ნიშანი არსებობს, მათ შორის რამდენად შესაბამისობაშია ის კონსტიტუციასთან. "მგონია, რომ ეს ისეთი საკითხია, რომელსაც სჭირდება კარგად განსჯა და კარგად არგუმენტების მოსმენა. სჭირდება ასევე კონსტიტუციორობის ჭრილში შესაბამისი გაშუქება. არის სერიოზული კითხვის ნიშნებია ამ პროექტთან მიმართებით, რამდენად კონსტიტუციურია ის. ერთ კვირაში ამ საკითხის რამდენად დაჩქარებულად გავლა არის მიზანშეწონილი, იმის გათვალისწინებით, რომ სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, არ ვიცი", - აღნიშნა სოფო კილაძემ.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)