|
2019-02-16 14:08:39, 1486 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა. მილო დუკანოვიჩმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიწვევა მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. ხაზი გაესვა ტურიზმის განვითარების კუთხით არსებულ დიდ პოტენციალს, ასევე აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების აუცილებლობა. ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ამ კუთხით მონტენეგროს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. პრეზიდენტმა დუკანოვიჩმა საქართველოს მთავრობის მეთაური მონტენეგროში მიიწვია. „პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველდღიურად ღრმავდება. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. მე პრემიერ-მინისტრი მონტენეგროში მივიწვიე, მანაც დამპატიჟა თბილისში, რასაც სიხარულით დავთანხმდი. აღვნიშნეთ, რომ არსებობს ბევრი სფერო, სადაც შესაძლებელია ჩვენი თანამშრომლობის გაუმჯობესება, თუმცა ასევე შევთანხმდით, რომ პრიორიტეტი მაინც ეკონომიკური თანამშრომლობაა. ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ გამოცდილება, კერძოდ ტურიზმის და ეკონომიკის სფეროებში და ამ მიმართულებით არსებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. საქართველო არის მონტენეგროს მეგობარი ქვეყანა და მონტენეგროც საქართველოს მეგობარია. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს მნიშვნელოვან ურთიერთობებს და ორმხრივ თანამშრომლობას“, - განაცხადა მონტენეგროს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)