|
2019-02-15 14:05:50, 1325 ნახვა
კომენტარი
ფრანსუა პეშო TBC-ის საქმეზე: როცა დეტალები არ ვიცით, მიგვაჩნია, რომ სებ-ი თავის საქმეს აკეთებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლის ფრანსუა პეშოს განცხადებით, „თიბისი ბანკში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ აქვს. ამასთან, პეშოს თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით, საკუთარ მოვალეობას ასრულებს. „მაშინ როცა ზუსტი დეტალები ჩვენთვის უცნობია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკი, როგორც საქართველოს საფინანსო სისტემის ზედამხედველი, თავის საქმეს აკეთებს, თავისი პასუხისმგებლობების გათვალისწინებით. ღონისძიების არგატარება, მაშინ როდესაც არსებობს ამ ღონისძიების გატარების იურიდიული საფუძველი, დააზიანებდა ეროვნული ბანკის, როგორც საფინანსო სექტორის ეფექტიანი ზედამხედველის მიმართ სანდოობას და საფინანსო სექტორის ზედამხედველობის პრაქტიკას და ბოლოს, აღვნიშნავ, რომ „თიბისი ბანკი“ არის ფინანსურად ძლიერი და კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი. რამდენადაც ვიცით, ამჟამად ბანკის ფინანსურ მაჩვენებლებთან და სტაბილურობასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ არსებობს", - აღნიშნა პეშომ. შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა. გარდა ამისა, როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის 2-თვიანი ვადა მიეცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, „თიბისი ბანკში“ განაცხადეს, რომ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად მათ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებენ და სასამართლო დავას გააგრძელებენ. სებ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავად მამუკა ხაზარაძეც. განცხადება იხილეთ აქ.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)