|
2019-02-15 13:32:08, 1357 ნახვა
კომენტარი
გიორგი ქობულია TBC-ის საქმეზე: არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კერძო ბიზნესზე ზეწოლაა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობილია „თიბისი ბანკის“ საქმეში პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესს გამორიცხავს. მისივე განმარტებით, აღნიშნულ საქმეს კერძო ბიზნესზე ზეწოლასთან კავშირი არ აქვს. „სამართალდამცავი უწყებები და პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან ამ საკითხში, ეს არის მათი პრეროგატივა. რა თქმა უნდა, ის ბრალდებები, რომლებიც გაჟღერდა, არის უმძიმესად სერიოზული ბრალდებები და ამაში გარკვევა არის საჭირო. ამას ჩვენ ვერანაირად ვერ დავაბრალებთ მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს. მე არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არის კერძო ბიზნესზე ზეწოლა, იმიტომ რომ აქ არის საკმაოდ სერიოზული ბრალდებები, რომელთაც აქვთ ფაქტობრივი მტკიცებულებები და ამიტომაც, ამაში უნდა გაერკვეს ისევ და ისევ ის ორგანოები, რომელთა ფუნქციას წარმოადგენს ამ ვითარებაში გარკვევა. ამაზე მეტს სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, ეს არის პროცესი, რომელსაც წარმართავს პროკურატურა“, - განაცხადა ქობულიამ. შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა. გარდა ამისა, როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის 2-თვიანი ვადა მიეცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, „თიბისი ბანკში“ განაცხადეს, რომ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად მათ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებენ და სასამართლო დავას გააგრძელებენ. სებ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავად მამუკა ხაზარაძეც. განცხადება იხილეთ აქ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)