20:26 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 12:10:21, 1309 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ადევნებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადევნების ჩადენაში ბრალდებული ჯ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

როგორ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის მაისში ჯ.ჯ. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, ს.თ.-ს მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ადევნებას, დაჰყვებოდა მას და უკანონოდ უთვალთვალებდა. ასევე, მობილური ტელეფონის და სოციალური ქსელის მეშვეობით დაზარალებულთან მისთვის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენებით ემუქრებოდა.

„სამართალდამცველებმა ჯ.ჯ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2018 წლის 27 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის 1-ლი ნაწილით (ადევნება, ე.ი. პირის მიმართ უკანონო თვალთვალი, ასევე პირთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ჯ. დამნაშავედ  ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics