|
2019-02-08 10:51:05, 1311 ნახვა
კომენტარი
ბატიაშვილი: ზუგდიდის სკოლაზე განცხადებაში მითითებული ყველა სავარაუდო დარღვევის ფაქტი დადასტურდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შესწავლის შედეგად, მოქალაქის მიერ განცხადებაში მითითებული ყველა საკითხი და სავარაუდო დარღვევის ფაქტი დადასტურდა და გამოვლინდა სხვა დარღვევებიც. „მოქალაქის მიერ განცხადებაში მითითებული ყველა საკითხი და სავარაუდო დარღვევის ფაქტი დადასტურდა და გამოვლინდა სხვა დარღვევებიც. შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, სკოლას 22 ნოემბერს მიეცა გაფრთხილება და სამეურვეო საბჭოს დაევალა 4 დეკემბრამდე განეხილა დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ასევე ეცნობა შესყიდვების სააგენტოს და შემოსავლების სამსახურს; უნდა აღნვნიშნო, რომ 2018 წლის 22 ნოემბერს, სამინისტროში შემოვიდა ქალბატონ ია კერზაიას კორესპოდენცია, რომელშიც იგი ადასტურებდა ინსპექტირების სამსახურის მიერ აღმოჩენილ დარღვევის ფაქტებს და უთითებდა მათი აღმოფხვრის მიზნით დაწყებულ სხვადასხვა პროცესზე. ამ წერილში არანაირ ზეწოლაზე, ან სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან უხეშ ქმედებაზე ან დამოკიდებულებაზე, მითითება არსად არ ყოფილა. ხსენებულ კორესპოდენციაში ია კერზაია ერთმნიშვნელოვნად გამოხატავდა მზაობას ინსპექტირების სამსახურის მიერ გამოთქმული კომპეტენტური რეკომენდაციების შესრულებაზე და უთითებდა შემდეგს: „ვითვალისწინებ რა სკოლის ინტერესებს, ასევე ინსპექტირების სამსახურის მიერ გამოთქმულ არაერთ კომპეტენტურ რეკომენდაციას თუ შენიშვნას, უმოკლეს ვადაში (მაქსიმუმ ერთი თვე) ვაპირებთ აღმოვფხვრათ (ნაწილი უკვე აღმოფხვრილია) ყველა პრობლემა, რაც ჩვენ მიერ იქნება შესაძლებელი“. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ თარიღებს - 2018 წლის 30 ნოემბერს (თუმცა ჩვენ მათ ვადა 4 დეკემბრამდე მივეცით), სკოლის სამეურვეო საბჭომ სხდომაზე განიხილა სკოლაში შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების უმეტესობა, (10-ზე მეტი) და შესყიდვებში გამოვლენილი ორი სხვადასხვა სახის დარღვევის გარდა, დაეთანხმა ყველა სხვა დარღვევის არსებობას, რომელთა უმეტეს ნაწილზე მიუთითა, რომ უკვე გამოსწორებულია, ნაწილი კი გამოსწორდებოდა უმოკლეს ვადაში, ან მიუთითა, რომ გაითვალისწინებდნენ შემდგომ საქმიანობაში. ასევე, განიხილეს დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და მიიღეს გადაწყვეტილება, არ შეეჩერებინათ უფლებამოსილება სკოლის არჩეული დირექტორისთვის. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმს, სადაც ეს ყველაფერი, მათ შორის, დარღვევების აღიარება, ცხადად წერია. უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს შეეძლო არ დათანხმებოდა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და დირექტორი ბრძანებით გაეთავისუფლებინა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სამინისტროს ია კერზაია თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებია, როგორც ამას აქტიურად ავრცელებდნენ კონკრეტული მედია-საშუალებები და პოლიტიკური ინტერესების მქონე სპიკერები. უფრო მეტიც, სკოლას დაევალა რეაგირება დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე და განხორციელებული ქმედებების შესახებ ანგარიშის წარმოდგენა სამინისტროში 1 თვის ვადაში, როგორც ამას თავად ია კერზაია ითხოვდა“, - განაცხადა მინისტრმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)