19:45 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-06 14:31:46, 1455 ნახვა

კომენტარი
ქუცნაშვილი - პარტიიდან წევრების გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი განცხადებით, პარტიიდან სხვადასხვა წევრების გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დაგას.

როგორც ქუცნაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე სხვადსხვა მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს.

ერთ-ერთი ძირითადი საკითხი მოსამართლეების შერჩევა იყო, რაზეც ქუცნაშვილის განმარტებით, უმრავლესობის წევრებმა სხვადასხვა კრიტერიუმები განიხილეს.

მისივე თქმით, მსჯელობა უმრავლეობის ფორმატში გაგრძელდება.

„შედგა მორიგი სამუშაო შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში. ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რაც აქტუალურია საზოგადოებაში, კერძოდ, გავაგრძელეთ მსჯელბა იმკრიტერიუმებზე, იმ პროცედურებზე, რითაც უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა. კიდევ ერთხელ დადასტურდა უმრავლესობის შიგნით გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის ყველა წევრი იქნება თავისუფალი კენჭისყრის დროს, საკუთარი სინდისით და ღირსებით იმოქმედებს. დღის წესრგიში არავის გარიცხვის საკითხი არ დასმულა, თუმცა მათ შორის იმაზეც ვიმსჯელეთ, რომ პარტიული დიციპლინის დაცვა, არის მინიმალური სტანდარტი, რაც მოეთხოვება ამ საქმეში ჩართულ პოლიტიკოსებს“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics