|
2019-02-06 13:14:55, 1383 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: განათლების სექტორში საუკეთესო შედეგებს დავდებთ და ეს იქნება პასუხი სკეპტიკოსებისთვის
„აუცილებლად დავდებთ საუკეთესო შედეგებს განათლების სექტორში და ეს იქნება პასუხი სკეპტიკოსებისათვის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, განათლების სექტორი ქვეყნის ეკონომიკაში დომინანტი გახდება, რომელსაც მთლიან შიდა პროდუქტში არანაკლებ 10-12%-იანი წილი ექნება. „რამდენიმე თვის წინ იყალთოს აკადემიაში ჩვენ დავაანონსეთ განათლების სისტემის სრულმასშტაბიანი რეფორმა და განათლება ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ. ყველა ვთანხმდებით რომ განათლება და მეცნიერება ქვეყნის მომავლის ფუნდამენტია. დღეს, როდესაც საქართველო მიისწრაფვის ევროპულ ოჯახში ადგილის დასაბრუნებლად, კიდევ უფრო აქტუალური ხდება განათლების მნიშვნელობა და ქვეყანაში განათლების მაღალი, ევროპული სტანდარტის დამკვიდრება. საქართველოს წინაშე დგას ძალიან ბევრი გამოწვევა. ოკუპირებული ტერიტორიები, საკუთარი სახლკარიდან დევნილი მოსახლეობა, სიღარიბე, ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, მასშტაბური ინვესტიციების აუცილებლობა სხვადასხვა სექტორში და ჩემი შეფასებით და ჩემი ღრმა რწმენით, საუკეთესო პასუხი ამ გამოწვევებზე არის ძლიერი განათლების სისტემის შექმნა და გაზრდილი ადამიანური კაპიტალი. ადამიანური კაპიტალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველო განვავითაროთ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით. მხოლოდ განათლებული, მოტივირებული, საკუთარ ძალებში დარწმუნებული თაობები მოიტანენ პროგრესს და განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის. ჯერ კიდევ ჩემი ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში არაერთგანმიცხადებია, რომ აუცილებელია, სახელმწიფომ განახორციელოს მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში. ეს არის სწორედ ჩემი მტავრობის პრიორიტეტი. ჩვენ, როგორც მინიმუმ, 10-12 პროცენტიან წილს უნდა მივაღწიოთ განათლების სექტორის ჩვენს მთლიან ეკონომიკაში. ჩვენ განათლების რეფორმა რამდენიმე ფაზად დავყავით და საბოლოო ჯამში, როდესაც ყველა ფაზის დანერგვას დავასრულებთ, ეს სწორედ ასე იქნება - განათლების სექტორი გახდება დომინანტი ჩვენს ეკონომიკაში, რომელსაც ექნება არანაკლებ 10-12 პროცენტიანი წილი ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში. ამ რეფორმას, ისევე როგორც ნებისმიერ ცვლილებას და სიახლეს, ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს, მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც - რაც შეიძლება გამართული და საუკეთესო განათლების სისტემა გვქონდეს ქვეყანაში. ჩვენ აუცილებლად დავდებთ საუკეთესო შედეგებს და ეს იქნება პასუხი სკეპტიკოსებისათვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)