|
2019-02-05 15:23:45, 1185 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: თითოეული კანონი იქმნებოდა ქვეყანაზე ზრუნვის, თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანის სულისკვეთებით
„პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, დღეს საქართველოს მოსახლეობის წინაშე წარვდგები პარლამენტის 2018 წლის ანგარიშით და ვისაუბრებ 2019 წლის გეგმებზე. ამ ტრადიციით, რომელსაც ჩავუყარეთ საფუძველი, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, უკეთ გაეცნოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას",- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საგაზაფხულო სესიაზე, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენისას განაცხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ განხორციელებული კანონშემოქმედებითი საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ამ მიმართულებით, 2018 წელი ნაყოფიერი იყო. „ამ პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა 705 კანონი, მათ შორის, 294 ინიცირებული იყო პარლამენტის შესაბამისი სუბიექტების მიერ. თუმცა, დღეს ამ დარბაზში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ იყო ამა თუ იმ კანონპროექტის წარმდგენი, მთავარია, რომ თითოეული კანონი იქმნებოდა ქვეყანაზე, საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვის, თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანის სულისკვეთებით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომელიც 2018 წლის მარტის თვეში დასრულდა და რომლის შედეგადაც, მისი თქმით, ეროვნულ სამართლებრივ რეალობაში ერთერთი ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი შეიქმნა. „კონსტიტუციის ახალი რედაქცია აყალიბებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებულ დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას, რომლის ძირითადი ელემენტებია ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი. საკონსტიტუციო რეფორმის წარმატებას ადასტურებს ვენეციის კომისიის შეფასებაც, რომლის თანახმად: „საკონსტიტუციო რეფორმამ საბოლოოდ დაასრულა საქართველოს პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო სისტემად გარდაქმნის პროცესი და ის წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური წყობის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისაკენ გადადგმულ დადებით ნაბიჯს, ეფუძნება რა დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით დამკვიდრებული საპარლამენტო მმართველობის მოდელმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახლებური გააზრება მოითხოვა, რაც, მისი შეფასებით, საკმაოდ შრომატევად საქმეს წარმოადგენდა. „პარლამენტმა ამ რთულ ამოცანასაც ღირსეულად გაართვა თავი და შექმნა ევროპული სამართლებრივი კულტურის მაღალი სტანდარტების შესაბამისი ახალი რეგლამენტი. შედეგად, კიდევ უფრო გამოიკვეთა პარლამენტის საზედამხედველო როლი და გაჯანსაღდა პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობების სისტემა",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2018 წელს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთი მასშტაბური ამოცანა იყო საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაცია, რაც პარლამენტმა წარმატებით განახორციელა. „ცვლილება იქნა შეტანილი 100-ზე მეტ კანონში, აგრეთვე, რიგ შემთხვევებში შეიქმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო აქტები. შესაბამისად, კომიტეტებმა შეასრულეს მნიშვნელოვანი სამუშაო, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ მათ. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი არ იყო მხოლოდ ტექნიკური დატვირთვის მატარებელი და იგი მიზნად არ ისახავდა კანონმდებლობის კონსტიტუციასთან მხოლოდ ფორმალური შესაბამისობის უზრუნველყოფას, არამედ ამ პროცესმა მოგვცა კიდევ ერთი შესაძლებლობა, გადაგვედგა ნაბიჯები ჩვენი ქვეყნისა და თანამოქალაქეების ინტერესების სასიკეთოდ",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, ამის მკაფიო მაგალითია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის მასშტაბური გადასინჯვა. გარდა ამისა, მოქალაქეობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ახლებურად ჩამოყალიბდა საქართველოს მოქალაქეობის ფლობის წესი. ახალი რეგულაციებით დადგინდა უკეთესი პირობები ემიგრაციაში მყოფი ათასობით თანამემამულისთვის, ასევე, დადგინდა უცხოელებისთვის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისა და ჩვენს ქვეყანაში მუდმივად ყოფნის ახალი რეგულაციები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)