17:58 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-03 10:24:35, 1509 ნახვა

სამართალი
ყაზბეგში ძვირფასეულობის და ფულის მოპარვის ფაქტზე დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ლ.ჭ. ქურდობის ბრალდებით   დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ჭ.-მ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში, მოქალაქის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია, ოქროს ნივთებს, ასევე დანაზოგ ფულს ფარულად დაეუფლა და მიიმალა.
პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას და საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, მოპარული ფულის ნაწილი, ასევე, საჩხერის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი ხის ქვეშ ჩამარხული ნაქურდალი ოქროს ყველა ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics