17:58 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 20:28:18, 1750 ნახვა

სამართალი
ბესელია არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

ამის შესახებ მან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შევხვდი მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ ნათია მეზვრიშვილს და კრიმინალური პოლიციის უფროსს, ვისაც მიყავს ეს გამოძიება. შეხვედრის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა. ამ დროისთვის რა ინფორმაციაც მივიღე, არის რამდენიმე ადამიანი დაკავებული და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში გავაფრთხილოთ ჩვენი მოქალაქეები, იმისთვის, რომ არ მოხდეს ბევრი ადამიანის დანაშაულებრივ ქმედებაში გაუაზრებლად ჩართვა. ამიტომ პირველ რიგში ყველა უნდა გავაფრთხილოთ, უკანონო ჩანაწერის როგორც გავრცელება ისე განხორციელება, ასევე შენახვაც, არის სისხლის სამართლის დანაშაული. რამდენიმე პირია დაკავებული, რომლებსაც შეიძლება არც კი ჰქონდათ გააზრებული და ისე ახორციელებდა ამ ჩანაწერის ან გაზიარებას, ან შენახვას. თუმცა, არიან ადამიანები რომელთა მიმართაც მიმდინარეობს მათი გადამოწმება პოლიტიკური კავშირს თვალსაზრისით. ამაზე გამოძიება ისაუბრებს. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც არის რამდენიმე ადამიანი დაკავებული. ეს რაოდენობა, ალბათ გაიზრდება. ჩემთვის მთავარია, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცული ასეთი უკანონო ქმედებებისგან“, - განაცხადა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics