19:21 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-30 15:10:54, 1296 ნახვა

კომენტარი
ბატიაშვილი: გამოსაშვები გამოცდების გაუქმებაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის

განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდები ჯერ არ გაუქმებულა, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 

მისივე თქმით, უწყება სკოლის გაძლიერებისკენ დგამს ნაბიჯებს. მანვე დასძინა, რომ მიღებული ცოდნა, როგორიც არის გამოსაშვები გამოცდებისთვის მზადება არის დროებითი, რაც არასწორია. 

"როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობაზე, სამინისტრო ცალსახად არ აპირებს და არც მომავალში აპირებს მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ როგორც საზოგადოებასთან, ისე ამ სფეროს სპეციალისტებთან მუდმივ რეჟიმში არ იყოს კონსულტაციები. ჩვენი ხედვა არის სწორედ იმისკენ მიმართული, რომ სკოლა ადგილზე გავაძლიეროთ. სკოლა თვითონ უზრუნველყოფს ამ გამოცდების ჩაბარებას და არ უნდა იყოს პოანაცეა მთელი რესურსი ადამიანების, იგივე მშობლების დრო, არ უნდა იყოს მიმართული გამოცდებისკენ. უნივერსიტეტებში რომ ვზომავთ, ეს არის დროებით მიღებული ცოდნა. გამოსაშვები გამოცდები ჯერ არ გაუქმებულა, ამაზე ვმუშაობთ, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, აქ არის ბევრი სამუშაო", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics