13:48 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-30 10:33:06, 1346 ნახვა

სამართალი
პოლიციამ აჭარაში ავტომობილების ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმსა და ჩაქვში მომხდარი ავტომობილების ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტები გახსნეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამი პირი: 1997 წელს დაბადებული ა.თ., 1984 წელს დაბადებული მ.ბ. და 1986 წელს დაბადებული დ.მ. დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ბათუმის სამმართველოს თანამშრომლებმა მ.ბ. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ბათუმში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი, „ფორდ ტრანზიტის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მოპარვას ცდილობდა.

რაც შეეხება დ.მ.-ს, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 19 იანვარს მან ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩიდან, „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომობილი მოიპარა, ხოლო წერეთლის ქუჩაზე გაჩერებული მსუბუქი ავტომობილი გაქურდა, საიდანაც მანქანის მფლობელის პირადი ნივთები წაიღო. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ა.თ. კი ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაბა ჩაქვიდან მოქალაქის კუთვნილი, „ოპელ ვექტრას“ მარკის მსუბუქი ავტომობილის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მოპარული მანქანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-177 და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ქურდობის მცდელობის და სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია", - ნათვამია შსს-ს განცხადებაში.
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
გასაჯაროებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, შსს-ს განცხადება დამატებით კითხვებს აჩენს - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
სანქციებია საჭირო - ევროპარლამენტარი პოლიციის მიერ ხალხის ცემაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics