|
2015-06-17 12:21:07, 715 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკის“ საქველმოქმედო ფონდში ამ დროისთვის 500 000 ლარზე მეტია შეგროვებული
„თიბისი ბანკის“ საქველმოქმედო ფონდში, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ამ დროისთვის 531,377 ლარია ჩარიცხული. ბანკის ინფორმაციით, ანგარიშზე თანხა 124-მა კომპანიამ და 2.309 ფიზიკურმა პირმა ჩარიცხა. ცნობისთვის, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარება „თიბისი ბანკის“ სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებითაც გახდა შესაძლებელი. „თიბისი ბანკის“ ტერმინალებში, რომლებიც თბილისის მასშტაბით, ფილიალებს გარეთ არის განთავსებული, დაემატა სპეციალური ღილაკი პირველივე გვერდზე, რომლითაც შესაძლებელია სასურველი თანხის გადარიცხვა დაზარალებულთა დასახმარებლად. ლარი: GE67TB1100000036082020
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)