2019-01-29 10:18:30, 1430 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, პირობითი მსჯავრი ქვეშ მყოფი, 1973 წელს დაბადებული გ.მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.მ.-მ მიმდინარე წელს, თბილისში, ჯანაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ოფისიდან ოთხი ლეპტოპი მოიპარა და მიიმალა.
„სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ შსს-ში.
ავტორი: ,