16:42 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-25 20:15:12, 1725 ნახვა

სამართალი
მთავრობამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა.

დოკუმენტი საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილმა უწყებათაშორისმა მუდმივმოქმედმა კომისიამ მოამზადა.

კომისიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავმჯდომარეობს და მის შემადგენლობაში არის ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყება.

სუს-ის ცნობით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნულ სტრატეგიაში წარმოდგენილია ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები, ასევე მათთან გამკლავების მიმართულებით სახელმწიფოს ერთიანი ხედვა, მისი მიზნები და ამოცანები. სტრატეგია სამწლიანია და მისი განხორციელების მიზნით ასევე შემუშავდა შესაბამისი სამოქმედო გეგმა.

სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო უწყებების მიერ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე კონტრტერორისტული ხედვის ფარგლებში უპირატესობა ენიჭება პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.

საქართველოს მთავრობისთვის წარდგენამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში, სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, ჰოლანდიის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა. გარდა ამისა, სტრატეგიის მომზადების პროცესში გათვალისწინებულ იქნა სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტი.

მთავრობის განკარგულება იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/files/524_69782_874672_rotated_53.pdf?fbclid=IwAR25TZYW_udVPdXlN7tZ2FmHq3CElzugyILRxnYlTqZQ68sCq1tEqMGGPXg





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
დააკავეს ნაცისტურ-ფაშისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი - შსს
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics