|
2019-01-25 17:21:06, 1355 ნახვა
კომენტარი
ქუცნაშვილი: ვაპირებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების შესვლა ღია კონკურსის გზით მოხდეს
"ქართული ოცნების" წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მმართველი გუნდი შეჯერდა პრინციპზე, რომლის მიხედვითაც მოხდება იუსტიციის საბჭოში უვადო მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მოსამართლეების შერჩევისას თანასწორობის პრინციპი უნდა იყოს დაცული "ძალიან შედეგიანი მუშაობა იყო, შემიძლია გითხრათ, რომ ორდღიანი მუშაობა გადის ფინიშზე და საბოლოო გადაწყვეტილებები იქნება ისეთი, როგორიც საზოგადოებას სურს. მე შემიძლია რამდენიმე პრინციპი მოგახსენოთ, რასაც დაეფუძნება უმრავლესობის პოზიცია, კანონში სათანადო ცვლილებების შეტანის წინ. საზოგადოება ითხოვს, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად საჯარო და გამჭვირვალე, ამიტომაც ჩვენ ვაპირებთ, რომ ღია კონკურსის გზით მოხდეს შესვლა კანდიდატების უმაღლეს იუსტიციის საბჭოში, რომ შემდგომ საბჭომ დაასახელოს ისინი უმაღლესი იუსტიციის საბჭოს მოსამრთლეობის კანდიდატად, ამით თანასწორობის პრინციპი დაცული იყოს, რადგან ყველა მსურველს მიეცეს თავისი თავის ნომინირების უფლება და ამ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მეორე სახელმძღვანელო პრინციპი არის ის, რომ კეთილსინდისიერების ხუთივე ასპექტი იყოს განხილული საპარლამენტო კომიტეტებში. მესამე, რომ პარლამენტის ყველა წევრი იქნება თავისუფალი კენჭის ყრის დროს და მიიღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, ინდივიდუალურ პერსონებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო, პოზიტიურ და სასარგებლო პოზიციაზე ჯერდება საპარლამენტო უმრავლესობა, რაც იმედი მაქვს, საზოგადოების უმრავლესობისთვის მისაღები იქნება", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)