10:25 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-24 14:27:49, 2105 ნახვა

სამართალი
ჯეკ შეფერდის ადვოკატი - ჩვენების მისაცემად მზად არის - ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია

საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფარდის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, დაკავებული ჩვენების მისაცემდ მზადაა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია.

„რამდენიმე თვე მას მოუწევს ქართულ ციხეში ყოფნა და შემდეგ უკვე მოხდება მისი ექსტრადირება გაერთიანებულ სამეფოში. შემიძლია ასევე დავამატო ისიც, რომ სააპელაციო სასამართლო განიხილავს მის საქმეს, ჯერ არ არის განაჩენი გამოტანილი. მისი მონაყოლიდან გამომდინარე მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ის მზად არის ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან და ის მზად, არის რა თქმა უნდა, ჩვენება მისცეს სასამართლოს“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში არის  მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავა. 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics