|
2019-01-21 14:05:14, 1449 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: ლიეტუვა საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარი ქვეყანაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ლიეტუვა საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარი ქვეყანაა. პრემიერის თქმით, სიმბოლურია, რომ მისი ვიზიტი საქართველოსა და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ემთხვევა. "თუმცა, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ნამდვილად არ დაწყებულა მეოთხედი საუკუნის წინ და გაცილებით უფრო დიდი, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ლიეტუვა საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარი ქვეყანაა. ჩვენს განსაკუთრებულ ურთიერთობებზე ის გადაწყვეტილებებიც მიუთითებს, რომლებიც გასულ წელს უმნიშვნელოვანეს თარიღებს - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებისა და ლეიტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა, და ამიერიდან ჩვენს ენებში ჩვენი ქვეყნები მათი ავთენტური დასახელებებით - საქართველო და ლიეტუვა - მოიხსენიება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღეს კიდევ ერთხელ უნდა დავადასტურო, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ერთგულებას, რომელსაც ლიეტუვა წლების განმავლობაში იჩენს საქართველოს მიმართ. ყოველწლიურად მტკიცდება და ღრმავდება თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი ძალიან დიდია და, შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ ახალი მიმართულებების გამოსავლენად. ლიეტუვა „განვითარების სფეროში თანამშრომლობისა" და ევროკავშირის „თვინინგის" პროექტების ფარგლებშიც აქტიურად აგრძელებს თავისი გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს გვიწყობს რეფორმების განხორციელებაში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს კოლეგას ვესაუბრე ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე, ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი რეგიონალური ენერგო და სატრანსპორტო პროექტები, რომელთა ერთობლივი განხორციელება ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)