|
2019-01-17 13:18:28, 1825 ნახვა
სამართალი
პოლიციაში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს
დიდი დიღმის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ იმ თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს, რომლებიც გუშინ აფეთქებამდე ტრაგედიის ადგილას გამოძახებაზე იმყოფებოდნენ. შსს-ში ადასტურებენ, რომ ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს. დიდი დიღმის პოლიციაში იმყოფებიან პროკურორებიც. ამასთან, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები გამოკითხვაზე პოლიციაში გუშინ გვიან ღამითაც ჰყავდათ გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, 8 კი დაშავდა. თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)