|
2015-06-16 17:28:02, 688 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ბიზნესდელეგაცია მიიღო
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ბიზნესასოციაციის დელეგაცია მიიღო. საქართველოში ვიზიტით მყოფ დელეგაციას აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური ურთიერთობათა კომიტეტის დირექტორი, რაინერ ლინდნერი ხელმძღვანელობს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და გერმანული ბიზნესის მხრიდან საქართველოში სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს. ,,ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ახალ პროექტებზე ლოგისტიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კუთხით. ჩვენ, ასევე, ბიზნესკომპანიებთან ერთად, ვემზადებით ოქტომბერში დაგეგმილი ,,აბრეშუმის გზის“ ახალი ფორუმისთვის. ასევე, ორმხრივი შეხვედრები გვექნება დღეს სხვადასხვა კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად და სამინისტროს წარმომადგენლებს კონკრეტულ კურორტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა რაინერ ლინდნერმა. ცნობისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებით არის დაინტერესებული.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)