14:03 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 17:25:27, 430 ნახვა

საზოგადოება
კრიზისების მართვის საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პანიკას არ აყვნენ

კრიზისების მართვის საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ევაკუაციის გამოცხადების გამო პანიკას არ აყვნენ, რადგან ამ ეტაპზე ამის საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, კრიზისების მართვის საბჭოს ხელძმღვანელის მოადგილემ მოქალაქეებს თხოვნით გმირთა მოედნისა და ვაკე–საბურთალოს მიმართულებით ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

„მას შემდეგ რაც გარემოს დაცვის სამიისტროდან შემოვიდა ინფორმაცია, მდინარე ვერეს წყალშემკრებ აუზში ამინდის მოსალოდნელი აუარესების შესახებ, მოხდა აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება, სპეციალური სისტემის მეშვეობით, რის შემდეგაც იქნა გადაწყვეტილება მიღებული, პოტენციურად სახიფათო ზონებში გაწმენდითი  და სამძებრო სამუშაოების შეჩერების შესახებ,  დროებით იქიდან ფიზიკური ძალის და ტექნიკის გამოყვანის შესახებ.  ამინდის გამოსწორების შემდეგ სამუშაოები გაგრძელდება. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რათა დაზღვეული ვიყოთ ნებისმიერი გართულებისგან. აღნიშნულ მომენტში სიტუაცია ბოლომდე დასტაბილურებული არ არის და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ნებისმიერი რისკი მინიმუმადე დავიყვანოთ.  გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას ნუ აყვებიან პანიკას, რისი საფუძველიც აღნიშნულ მომენტში არ არის. სიტუაცია მონიტორინგს და კონტროლს ექვემდებარება.  ავტომობილების მფლობელებს გვინდა ვთხოვოთ, რომ  გმირთა მოედნის და თამარაშვილის, ე.წ ვაკე–საბურთალოს მიმართულებით მოძრაობისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ “, – კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის ფრონტზე გენერალი ანტონ გრუნისი მოკლეს, ის 2008-ში საქართველოს წინააღმდეგაც იბრძოდა
როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი- STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება
სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics