14:12 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-16 13:27:55, 214 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის ფრონტზე გენერალი ანტონ გრუნისი მოკლეს, ის 2008-ში საქართველოს წინააღმდეგაც იბრძოდა

რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი მოკვდა. ზაფხულში მან რუსეთის პრეზიდენტისგან გმირის წოდება მიიღო, მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინს "კონსტანტინოვკის აღების" შესახებ მოახსენა.

გენერალ-მაიორის სიკვდილი სპეციალური დანიშნულების რაზმ ახმატის მეთაურმა აფტი ალაუდინოვმა დაადასტურა, თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია ოფიცრის გარდაცვალების გარემოებები.

"ნამდვილი მამაკაცი, ნამდვილი ოფიცერი და თავისი სამშობლოს დიდი პატრიოტი", - დაწერა მან Telegram-ზე.

არსებული ცნობებით, ანტონ გრუნისი უკრაინის ომში, ფრონტზე დაიღუპა, სავარაუდოდ, იმ ძალების მოქმედების ზონაში, რომლებსაც მეთაურობდა, თუმცა კონკრეტულად სად და როგორ - დაზუსტებული მაინც არ არის. რუსული წყაროები წერენ, რომ ეს დეტალები არ საჯაროვდება.

გენერალ-მაიორის ბიოგრაფიაში საქართველოსთან კავშირიც არის სამხედრო სამსახურის კუთხით. კერძოდ, ხელმისაწვდომი ბიოგრაფიული ცნობების მიხედვით, ანტონ გრუნისი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. რუსულენოვან ბიოგრაფიულ წყაროებში პირდაპირ წერია, რომ მას კავლილი აქვს "ომი საქართველოსთან". ამასთან, ის მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომში, მოგვიანებით კი მსახურობდა სირიაში, ყირიმსა და უკრაინაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის ფრონტზე გენერალი ანტონ გრუნისი მოკლეს, ის 2008-ში საქართველოს წინააღმდეგაც იბრძოდა
როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი- STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება
სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics