|
2019-01-16 14:43:51, 1784 ნახვა
სამართალი
გიგა მაქარაშვილი, რომელსაც გორის მერიის მაღალჩინოსანმა თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
გასული წლის 10 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ მომხდარ ფაქტზე, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მაქარაშვილი დაზარალებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ 2018 წლის 10 ოქტომბერს, სამოქალაქო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“-ს აქტივისტები გიორგი მაქარაშვილი, ანა ჭარხალაშვილი და ლუკა იმედაშვილი, ქალაქ გორში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ ატარებდნენ საპროტესტო აქციას. მათ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ დაყარეს პურის მარცვალი და ნაკელი. აქციის დასრულების შემდეგ, მისი მონაწილეები კიბეებს ასუფთავდნენ და მიტანილ ნაგავს პლასტმასის ურნაში ყრიდნენ, რა დროსაც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მანველიშვილმა აქტივისტ გიორგი მაქარაშვილს ნაგვით სავსე ურნა თავზე დააყარა, რითაც გიორგი მაქარაშვილი დაამცირა და პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა, რამაც მას ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)