02:43 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 17:23:33, 831 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება
ეროვნული ბანკი დაზარალებულ მოქალაქეებს საბანკო ვალდებულებების გასტუმრებაში დაეხმარება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ბანკის თანამშრომელთა სახელით გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძირა და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულებს საბანკო ვალდებულებების გასტუმრებაში დახმარება აღუთქვა.

გიორგი ქადაგიძის განცხადებით, თითოეული შემთხვევა შესწავლილი იქნება.

 „ეროვნული ბანკის სახელით მინდა ვუთანაგრძნო გარდაცვლილთა ოჯახებს. რამდენიმე წუთის წინ სამწუხაროდ კიდევ ერთი გარდაცვლილი გოგონას ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით ეს არის ივლიტა ჯიბუტი, ჩვენი თანამშრომლის ძმისშვილი, ჩემთვის ძალიან რთული არის შესაბამისი სიტყვების პოვნა იმისთვის, რომ ავხსნა, როგორ ვგრძნობთ თითოეული ჩვენთაგანი თავს.

აქვე მინდა მივმართო დაზარალებულთა ოჯახებს, ვიცით რომ მათ გააჩნიათ სხვადასხვა ტიპის ვალდებულებები, საბანკო კრედიტები. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ პროცესის აღწერა, ბანკის თანამშრომლები მივლენ თითოეულ ოჯახში და, რა თქმა უნდა, ბოლომდე დავეხმარებით მათ ამ ვალდებულებების გასტუმრებაში.

ეს არ არის ყველაზე სასწრაფო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათი გადაუდებელი საჭიროებები იქნება დაკმაყოფილებული, ჩვენ ამ პროცესსაც მივხედავთ და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული შუამავლობა და თხოვნა კომერციულ ბანკებთან არ დაგვჭირდება, რათა ამ ოჯახებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ. ამ საკითხს ჩვენ მომდევნო დღეებში დავარეგულირებთ.

თითოეული ესეთი შემთხვევა იქნება შესწავლილი, რიგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს იქნება გადავადება, საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს არც ჯარიმებზე და არც პროცენტებზე, რიგ შემთხვევაში შეიძლება კიდევ უფრო მასშტაბური მხარდაჭერა იყოს. არ მინდა რომ მოვლენებს გავუსწრო, ამ ეტაპზე ჩვენ აღვრიცხავთ ყველა ამ ვალდებულებას“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics