|
2019-01-16 09:57:19, 1676 ნახვა
სამართალი
სუს-მა გურიის გარემოსდაცვითი პატრულირების განყოფილების ყოფილი უფროსი პასუხისგებაში მისცა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გურიის გარემოსდაცვითი პატრულირების განყოფილების ყოფილი უფროსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. სუს-ის განცხადების თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, გურამ ა-მ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით არ განახორციელა კანონით გათვალისწინებული მასზე დაკისრებული მოვალეობები. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ყოფილი უფროსი გურამ ა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის იანვარში, გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, გურამ ა-მ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოიყენებით არ განახორციელა კანონით გათვალისწინებული მასზე დაკისრებული მოვალეობები. კერძოდ, მან უკანონო ქმედებებში არ ამხილა ორი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნატანების კალაპოტში მუშაობდნენ და საშუალება მისცა აღნიშნულ კომპანიებს მოეხდინათ დიდი ოდენობით ინერტული მასალის - ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.ამავე საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის მარტსა და ივლისში, გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების 5 თანამშრომელი დააკავეს, ხოლო 3 თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)