08:58 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-15 16:48:54, 1653 ნახვა

სამართალი
ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულებს 7 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებული პირები - დ.ჭ., კ.ბ. და გ.ბ. დამნაშავედ ცნო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.ჭ., კ.ბ. და გ.ბ. ქურდულ სამყაროში დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად მოქმედებდნენ და  სისტემატური კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან - მ.ზ.-სთან, გ.ხ.-სთან და ა.პ.-სთან, რომელთა დავალებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქურდული სამყაროს მიზნების განხორციელებაში. 2018 წლის აპრილში დ.ჭ., კ.ბ. და გ.ბ. კანონიერი ქურდების დავალებით, მუქარითა და დაშინებით ერთ-ერთი დაზარალებულისგან ე.წ. „ქურდული წილის" – 60 000 ლარის გამოძალვას ცდილობდნენ.

„სამართალდამცველებმა დ.ჭ., და კ.ბ. ქ.თბილისში, ხოლო გ.ბ. სიღნაღის რაიონის სოფ. ანაგაში 2018 წლის 19 აპრილს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა (2018 წლის 1 მაისამდე რედაქციით)) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად დ.ჭ.-ს და კ.ბ.-ს 7-7 წლით ხოლო გ.ბ.-ს 6 წლით და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics