|
2019-01-07 17:28:47, 1461 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის გამოხატვის თავისუფლება უზენაესია
„გამოხატვის თავისუფლება არავითარ შემთხვევაში, გაუმართლებელი ფორმით არ უნდა შეიზღუდოს და არ უნდა შეილახოს. გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მათ შორის, კანონმდებლობის ნაწილში, შეიძლება ზომების მიღება",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ გზავნილს სიტყვის თავისუფლების შესახებ. კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, აღნიშნულთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, ამაზე საუბარი ნაადრევია. „ამაზე ჯერჯერობით არის ნაადრევი საუბარი, თუმცა, პრობლემის იდენტიფიცირებაში ალბათ, ვართ ყველა ერთიანი, როგორც პატრიარქი, საპატრიარქო, ასევე, პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა წარმომადგენლები, საზოგადოების წარმომადგენლები. ყველასთვის, ბუნებრივია, მიუღებელია ის ცილისწამება, შეურაცხყოფა. ე.წ. ყალბი ინფორმაცია, „ფეიქ ნიუსები", ასევე, მით უმეტეს, ბილწსიტყვაობა, რაც ჩვენ გვესმის, პრაქტიკულად, უკვე ყოველდღიურ რეჟიმში, მედიასივრცე იქნება ეს თუ სოციალური ქსელები თუ ნებისმიერი სხვა საზოგადოებრივი სივრცე, ეს არის ჩვენთვის, ბუნებრივია, მიუღებელი. რა ზომები შეიძლება იქნას ამის წინააღმდეგ მიღებული, შეიძლება თუ არა, რამე გაკეთდეს კანონმდებლობის დონეზე, სხვა სახით - ამაზე, ბუნებრივია, საჭიროა მსჯელობა და ამ მსჯელობის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, ეს საკითხი ყველას აწუხებს და ამ პრობლემას ანალიზი სჭირდება. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება უზენაესია და ის გაუმართლებელი ფორმით არ უნდა შეიზღუდოს. თუმცა, მისივე თქმით, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, კანონმდებლობის ნაწილში, შეიძლება ზომების მიღება. პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება საგაზაფხულო სესიაზეც იყოს მიღებული. „ეს აწუხებს ყველას. ეს აწუხებს, რა თქმა უნდა, პატრიარქს, პრეზიდენტს, თითოეულ ჩვენგანს. ეს არის მოცემულობა, ეს არის პრობლემა და ბუნებრივია, პრობლემას სჭირდება დაფიქრება. დაფიქრება არის საჭირო იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უზენაესია გამოხატვის თავისუფლება და არავითარ შემთხვევაში, გაუმართლებელი ფორმით არ უნდა შეიზღუდოს და არ უნდა შეილახოს გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, რაც კი ზომა შეიძლება იყოს მიღებული, მათ შორის, კანონმდებლობის ნაწილში შეიძლება ზომების მიღება და ნებისმიერი სხვა ფორმით, უფრო, რა თქმა უნდა, საუბარი შეიძლება იყოს კანონმდებლობაში ცვლილებაზე. ფიქრის დაწყება ახლავეა, ბუნებრივია, საჭირო, მუშაობის დაწყებაც. რა თქმა უნდა, შეიძლება, არ გამოვრიცხავ, რომ თუნდაც, საგაზაფხულო სესიაზე რაიმე გადაწყვეტილება იქნას მიღებული. არის პრობლემა, პრობლემას სჭირდება ანალიზი, ანალიზის შემდეგ არის საჭირო მოქმედება, თუმცა, დღეს, ბუნებრივია, კონკრეტულს დღეს ვერაფერს ვერ გეტყვით",- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)