|
2019-01-07 16:50:57, 1665 ნახვა
კომენტარი
ბესელია: მშვიდობაში ის კაბინეტები და თანამდებობები, დამითმია მათთვის, ვინც ამ მიზნით მოვიდა პოლიტიკაში
„მე არ გავხდები იმ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არასოდეს, რომელსაც პრინციპულ საკითხებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით არ ექნება სახელმწიფოებრივი პოზიცია“, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. ბესელიამ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი მოთხოვნაა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეების სია პარლამენტიდან გაიწვიოს. „მე ვისურვებდი, რომ პარლამეტის თავმჯდომარეს ასევე ჰქონდეს პრინციპული პოზიცია მოსამართლეების საკითხზე და აქვე ვამბობ, კიდევ სხვა შემოთავაზებებზე, რომ არ მოვისმინო ახალი ვერსიები - მე არ გავხდები იმ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არასოდეს, რომელსაც პრინციპულ საკითხებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით არ ექნება სახელმწიფოებრივი პოზიცია. მშვიდობაში ის კაბინეტები და თანამდებობები დამითმია მათთვის, ვინც ამ მიზნით მოვიდა პოლიტიკაში. ჩემთვის წყალგამყოფი არის თემა, რომელიც უკავშირდება ჩვენი შვილების ხვალინდელ მომავალს. "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში არ იქნება იმდენი დროით, რამდენი ხნითაც ჩვენ ამ მოსამართლეებს ვირჩევთ. ვის ხელში იქნება ჩვენი შვილების მომავალი და ამ ქვეყნის მომავალი, დამოკიდებულია ამ პროცესზე. ჩემი მოთხოვნაა, ვიდრე ასეთი ტონალობით ვისმენ კომენტარებს - "ყველამ დაიცვას წესები და გუნდურობა", კიდევ ერთხელ ვამბობ, იმან უნდა დაიცვას ეს წესები ვინც არღვევს და მე არ ვურჩევ არავის ამ ტონალობაში ჩემთან საუბარს. არავის ვემუქრები, ეს არის ზრუნვით განპირობებული პოზიცია. გული მტკივა, ეს გუნდი თუ პოლიტიკური ძალა, ჩემს თვალწინ დაიბადა და არ მინდა დავინახო, რომ ჩვენ დავშორდეთ ამ ღირებულებებს. თავი დაანებოს ყველამ ჩემს გამოცდას და თითის ქნევას. მოსამართლეების სია უნდა გაიწვიოს იუსტიციის საბჭომ უკან. ეს სია დღესაც პარლამენტში დევს და ვერ ვხვდები რატომ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)