|
2019-01-07 14:53:58, 1516 ნახვა
კომენტარი
მეუფე პეტრე: საეკლესიო სამართლის მიხედვით, როდესაც სახელმწიფო მოიპოვებს დამოუკიდებლობას, მას ავტოკეფალიაც ეკუთვნის
ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე პეტრე ცაავას განცხადებით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით სინოდის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მეუფე პეტრეს თქმით, ეპისკოპოსები აღნიშნულ საკითხს სიფრთხილით მოეკიდნენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას თავს ვერ აარიდებენ. მეუფე პეტრემ უკრაინელ ხალხს ეკლესიის დამოუკიდებლობა მიულოცა. "საეკლესიო სამართლის მიხედვით, როდესაც სახელმწიფო მოიპოვებს დამოუკიდებლობას, მას ასევე ეკუთვნის ეკლესიური დამოუკიდებლობა. უკრაინულმა ერმა ეს გზა განვლო და ეს ნამდვილად მისალოცია. მე პირადა ვიზიარებ ამ სიხარულს უკრაინული ერისა და მათი სახელმწიფოებრიობისა. ეს არის სიხარული, რომელიც ჰქონდა 100 წლის წინ ჩვენს წინაპრებს. ეს არის სიხარული, რომელიც უფალმა ქართველ ერს 1990 წელს მიანიჭა. მაშინ ტომოსი გადმოგვცა მსოფლიოს საპატრიარქომ და მივიღეთ ჩვენი ისტორიული ავტოკეფალია. უკრაინულმა ერმა მოიპოვა თავისუფლება და ვფიქრობ, რომ ღმერთი, რომელიც არის სიმართლე, არის მათ მხარეს და ღვთის ხელი ურევია ამ ამბავში. მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ სინოდის ბოლო სხდომაზე ჩვენ ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან ტომოსი მაშინ ჯერ არ იყო მიღებული, სხვა ეკლესიის პოზიციაც ჯერ უცნობი იყო ჩვენთვის, ვისურვებდი, რომ მოხდეს სინოდის საგანგებო სხდომის მოწვევა, სადაც დავდგებით სიმართლის მხარეს და ვადიდოთ უფალი. კრიზისი გაარღმავა რუსეთის ეკლესიის მხრიდან არაადეკვატურმა, ომსა და სისხლზე საუბარმა. გააღრმავა ასევე იმან, რომ მათ არ აღმოაჩნდათ დიდსულოვნება, რათა თავად გადაედგათ ეს ნაბიჯი და თავის დროზე თვითონ ყოფილიყვნენ ინიციატორი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისა. ამ კუთხით სინოდის წევრებს შორის არის აზრთასხვადასხვაობა, თუმცა ეს ჯანსაღი პროცესია. საკითხს სიფრთხილით მოვეკიდეთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას თავს ვერ ავარიდებთ", - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ TV პირველის ეთერში.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)