|
2015-06-16 12:40:05, 750 ნახვა
ეკონომიკა
მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 97.7 მილიონი დოლარი შეადგინა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 97.7 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 227.0 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე 28.7 მილიონი აშშ დოლარით (66.7 მილიონი ლარით), ანუ 22.7%-ით ნაკლებია. „უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.0 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მილიონი აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი მოდიოდა“,- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გაგზავნილ თანხებს, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.3 მილიონი აშშ დოლარი (30.9 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.5 მილიონი აშშ დოლარისა (25.5 მილიონი ლარისა) გასული წლის მაისში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)