|
2019-01-03 14:23:45, 1562 ნახვა
კომენტარი
ფოფხაძე: არ მომწონს წესი, რომ ჩვენ ყველაფერს ვილაპარაკებთ და შენ ხმა არ ამოიღოო
მოსამართლეების თემა ჩემთვის პრინციპული და წყალგამყოფია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ „ქართული ოცნების“ ოფისის დატოვების შემდეგ განაცხადა. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, ყველა თავის პოზიციას პირადად გაასაჯაროებს. "ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საკითხი არის არა იმის თაობაზე რომ ვინ სად იქნება, პირველი მოადგილე ან თავჯდომარე, არამედ ის თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. თორე გედი ფოფხაძე თუ საერთოდ არ იქნება საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტი არ დაზარალდება და არც გედი ფოფხაძეს არაფერი არ მოუვა. ფრაქციის გადაწყვეტილებაზე ჩემი პოზიცია არის უარყოფითი. მე ჩემს პოზიციას აუცილებლად დაფიქსირებ ყველა საკითხთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი, რაც სათქმელია, ბოლომდე ითქმევა. იმიტომ, რომ არ მომწონს ეს წესი, ჩვენ ყველაფერს ვილაპარაკებთ და შენ ხმა არ უნდა ამოიღო. მიზეზებზე ოფიციალურად ისაუბროს ფრაქციამ, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება. საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ იყო საჭირო საახალწლოდ ეს გარემო შეგვექმნა ხალხისთვის და ერთმანეთისთვის. 28-დან დაგვეწყო მოსამართლეების თემის განხილვა. მერე ასე დაგვეძაბა ერთმანეთთან ურთიერთობა. ის რომ მოსამართლეების თემა ჩემთვის პრინციპულია და წყალგამყოფია ამას მე არ ვმალავ. იმიტომ, რომ ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თემა. ეს არ არის ნინია კაკაბაძის თემა და აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით უნდა ვიყოთ მზად საჯარო დისკუსიებისთვისაც და საუბარი იმაზე, რომ გუნდურობის მხოლოდ ისაა, რომ ყველა არგუმენტი მხოლოდ გუნდის შიგნით უნდა ითქვას და გუნდის გარეთ არ უნდა ვისაუბროთ ეს არ არის სწორი. იმიტომ რომ მე ახლა ვერ გეტყვით თქვენ, რომ ნიჩურიტს ავიღებ, წავალ გავარკვევ შეიძლება თუ არა ეს არგუმენტები თქვენთან ვთქვა და მერე გითხრათ, პოლიტიკურ პროცესს ეს ხელს უშლის. ყველა თავის პოზიციის თაობაზე თვითონ იტყვის", - აღნიშნა ფოფხაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)