|
2018-12-28 19:36:52, 1703 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ხმალაძე: სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამის განთავსებაზე აუქციონის ვადა იანვრის ბოლომდე გაგრძელდა
სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამის განთავსების თაობაზე დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის ვადა იანვრის ბოლომდე გაგრძელდა, ხოლო პირველად შესატანი თანხა სამჯერ შემცირდა, რათა დაინტერესება გაიზარდოს და ვაჭრობა შედგეს. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, აუქციონთან დაკავშირებით მცდარი განცხადებები ვრცელდება, თუმცა, ერთი აუქციონის შედეგად სატრანსპორტო კომპანია იმ შემოსავალს მიიღებს, რაც 20 წლის განმავლობაში უნდა მიეღო. „სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამის განთავსებაზე აუქციონი 20 წლის ვადით გამოვაცხადეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ 20 წლის განმავლობაში რა შემოსავალიც უნდა მიეღო სატრანსპორტო კომპანიას, ეს მთლიანად ერთიანი გაყიდვით უნდა მივიღოთ. სატრანსპორტო კომპანიისთვის ეს თანხები მნიშვნელოვანია, რამდენადაც ტრანსპორტის განვითარების კუთხით საკმაოდ აქტიური პერიოდი აქვს. ამ ფაქტთან დაკავშირებით არასწორი განცხადებები წავიკითხე, რომ თითქოს ვინმეს რაიმე ინტერესი აქვს. ეს არის ღია და გამჭვირვალე პროცესი და აქ არანაირი კითხვა არ უნდა იყოს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. როგორც თბილისის ვიცე-მერმა განაცხადა, გასაყიდად გამოტანილი პროდუქტი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ შეფასდა. „თანხების აუდიტირება მოხდა და რა ღირებულებაც აქვს, იმ ღირებულებით გამოცხადდა აუქციონი, რომელიც 28 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ვინაიდან ვაჭრობა არ შედგა, ორი დღის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება და აუქციონი იანვრის ბოლომდე გავაგრძელეთ. ასევე, პირველად შესატანი თანხის მოცულობა სამჯერ შემცირდა, რათა დაინტერესება მეტი იყოს და ვაჭრობაც შედგეს. ასევე, იმასაც ვითვალისწინებთ, რომ ახალი წლის პერიოდია და ბიზნეს სექტორსაც მეტი მოსაფიქრებელი დრო ექნება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ. მისი თქმით, პირველადი შენატანი 3 მილიონის ნაცვლად ერთი მილიონი ლარია. „რაც შეეხება იმ თანხის რაოდენობას, რაც სატრანსპორტო კომპანიის ანგარიშზე უნდა შევიდეს - 12 მილიონ ლარს, ის არ შეიცლება. ეს არის საწყისი ღირებულება. აუქციონის მიზანი კი არის, რომ სატრანსპორტო კომპანიას სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ უფრო მეტი თანხა შესთავაზონ“, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)