|
2018-12-28 10:45:08, 1978 ნახვა
სამართალი
„ბახალას“ საქმეზე განაჩენი შესაძლოა დღეს გამოცხადდეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებული მსახიობის, გიორგი გიორგანაშვილისა (ბახალა) და ამავე ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქორიძის საქმეზე დღეს შესაძლოა, მოსამართლე გიორგი არევაძემ განაჩენი გამოაცხადოს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას, ბრალდებულები კი საბოლო სიტყვებს წარმოთქვამენ. ამის შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ გავა. შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ „ბახალას“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიმდინარე წლის 2 აპრილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით დაუმძიმა. რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ექმუქრება.
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)