|
2018-12-27 14:55:30, 1608 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: სამწუხაროდ, საქართველოს წინაშე რჩება კიდევ 2 უმძიმესი გამოწვევა - რუსული ოკუპაცია და სიღარიბე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2019 წელს ხელისუფლება გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რომ დეოკუპაციის საკითხებში ქვეყანა წინ წავიდეს. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ქვეყნის წინაშე ორი მთავარი გამოწვევა - ოკუპაცია და სიღარიბე დგას. "მომავალ წელს ჩვენი საბიუჯეტო რესურსი იქნება დაახლოებით 13 მილიარდი ლარი. ჩვენ ვუყუურებთ 2-წლიან პროგრამას და ამ პროგრამის ფარგლებში წლიური საბიუჯეტო რესურსი იქნება დაახლოებით 27 მილიარდი. ჩვენთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს, რომ ეს რესურსი იქნასმაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ მოსახლეობას რაც შეიძლება მოკლე პერიოდში მივუტანოთ დადებითი ეკონომიკური შედეგი. სამწუხაროდ, საქართველოს წინაშე რჩება კიდევ ორი უმძიმესი გამოწვევა - რუსული ოკუპაცია და სიღარიბე. ჩვენ ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად, რომ კიდევ უფრო წინ წავიწიოთ დეოკუპაციის საკითხებში. სამწუხაროდ, რუსეთი ჯერ კიდევ არ ასრულებს ვალდებულებას, რომელიც 2008 წელს აიღო და არ გაყავს ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან. ჩვენ გვაქვს მომზადებული სამშვიდობო ინიციატივა - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. დღეს ვიყავი სოფელ დიცში, სადაც საინტერესო საწარმო გახსნეს ახალგაზრდებმა. ვფიქრობ, დღეს რაც ვნახეთ, არის პასუხი ყველა იმ კითხვაზე, თუ რაც შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. ჩვენ პასუხი არის მხოლოდ მშვიდობა და განვითარება, მხოლოდ განვითარება და მშვიდობა. ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას და კონცენტრაციას გავაკეთებთ იმაზე, რომ მსოფლიოს თანამეგობრობასთან ერთად რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ რეალიზაცია ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". რაც მეტი ასეთი საწარმო იქნება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მით უფრო ადვილად შევძლებთ, რომ ჩვენ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს არის ჩვენი ამოცანა. სიღარიბის დაძლევა არის და იქნება პრიორიტეტი შემდეგი 2 წლის განმავლობაში. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ უმოკლეს ვადებში დავნერგოთ ის რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს უფრო მეტ ინკლუზიურ ზრდას, საშუალებას მოგვცემს, რომ ეკონომიკური მოდელი ქვეყნის განვითარების შევცვალოთ, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეზე იყოს მორგებული. სოციალური პროგრამები მომავალ წლებსაც გაგრძელდება", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
გვარამია -ყველა, ვინც სოციალური მიზიდულობის პერსონაა, თუნდაც არანაირ კავშირში არ მყოფი პოლიტიკურ საქმიანობასთან, ფრთხილად რომ უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)