|
2018-12-21 21:43:54, 1707 ნახვა
სამართალი
გახარია - სარალიძე ყველაზე ღირსეულად იჯდა და მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა
„ზაზა სარალიძე ყველაზე ღირსეულად იჯდა და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის გამო „ევროპული საქართველოს“ წევრები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათ კომისიის იდეა დააზიანეს. „არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ იძულებული ვარ ამაზე ვილაპარაკო. როგორც ჩანს, ნელ-ნელა ხდება გააზრება იმ პასუხისმგებლობის, რისი აღებაც გვიწევს. ბატონებო, როდესაც თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა სარალიძის შემთხვევის, რომელიც ყველაზე ღირსეულად იჯდა აქ და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა - აქედან წამოგეღოთ უზარმაზარი პოლიტიკური დივიდენდები, იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობის აღებაც მოგიწევთ. მე გპირდებით ამას პირდაპირ, იქიდან გამომდინარე როგორ, რა ფორმატში ჩაატარეთ კომისია. თქვენ უბრალოდ შეძელით და საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, როგორც იდეა, სამწუხაროდ, დააზიანეთ. იმედი მაქვს, რომ პასუხისმგებლობა გეყოფათ, საპარლამენტო კონტროლსაც ზუსტად იგივენაირად არ მოექცევით, როგორც გააკეთეთ კომისიაში“, - მიმართა გახარიამ საპარლამენტო უმცირესობას. მან ასევე არჩევნების პროცესში სამართალდამცველების რეაგირებას გაუსვა ხაზი. „პირველ რიგში, პატივცემულო პარლამენტარებო, მინდა მადლობა მოგახსენოთ. ზედმეტად ემოციური გამოვიდა ჩემი მხრიდანაც და თუ გადავცდი ზღვარს, ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, თუმცა როგორც ჩანს, კონკრეტული ადრესატები მეყოლება. მე როდესაც აქ დღეს მოვდივარ და ვემზადები შინაარსობრივი საუბრისთვის და აქ მიწევს რაღაც პოლიტიკური სპეკულაციების მოსმენა, სამწუხაროდ, გული მწყდება. მინდა იცოდეთ ერთი რამ, არც ერთ შემთხვევაში არ მივიღებ თქვენს პრეტენზიას შერჩეულ სამართალთან დაკავშირებით. თქვენ განათლებული ხალხი ხართ და იცით ერთი რამ - ვერცერთ შემთხვევაში, ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში ვერ ნახავთ ვერც ერთ შენიშვნას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. გაიკითხეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელიც აკვირდებოდა არჩევნებს, გაიკითხეთ „ენჯეოებში“, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ აწყობილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ოპერატიულ დონეზე, არჩევნების პირობებში, წუთი წუთზე იყო ინფორმაცია და წუთი წუთზე იყო რეაგირება. თქვენ თუ თვლით, რომ ეს პროგრესი, რომელიც არის ძალადობრივი დანაშაულების ნაწილში, რომელიც იყო არჩევნების ნაწილში - არ არის დასაფასებელი, ვფიქრობ რომ ესეც უსამართლოა. ჩემ მიმართ არა, მე საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი დაფასება იმის, რასაც ვაკეთებ, უბრალოდ იმ პოლიციელების მიმართ, რომელიც მთელი ამ არჩევნების განმავლობაში უზრუნველყოფდნენ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ძალადობისგან თავისუფალ არჩევნებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)