|
2018-12-19 17:44:03, 1304 ნახვა
სამართალი
შსს - არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე პასუხისგებაში მიცემულია 26 პირი, მათ შორის მმართველი პარტიის და ოპოზიციის მხარდამჭერები
შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 28 ნოემბერს (არჩევნების მეორე ტურის დღე) და შემდგომ პერიოდში პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 25 ფაქტზე. „სისხლის სამართლის 2 საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის: ქუთაისის აეროპორტში, თამარ ჩარკვიანის მეუღლის - ჯონდო გიგანის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთი პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში; თბილისში, გლდანის რაიონში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ვინაიდან არ დადასტურდა დანაშაულის არსებობა, სისხლის სამართლის 13 საქმეზე შეწყდა გამოძიება, მათ შორის: მცხეთაში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობის ფაქტზე; ადიგენში ოპოზიციის წარმომადგენლების ავტომანქანების საბურავების დაზიანების ორ ფაქტზე; ბათუმში საარჩევნო უბნების მიმდებარედ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ორ ფაქტზე; აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე მმართველი პარტიიდან საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე; გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, ე.წ. სასიგნალო იარაღიდან გასროლის ფაქტზე; ბათუმში საარჩევნო უბანთან მმართველი პარტიის კოორდინატორის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე; ბოლნისში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის მხარდამჭერის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე; რუსთავში საარჩევნო უბანზე ოპოზიციის წარმომადგენლების უკანონოდ შეჭრის და კომისიის მუშაობისთვის ხელშეშლის ფაქტზე; ლაგოდეხში ოპოზიციის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. სასიგნალო იარაღიდან გასროლის ფაქტზე; თბილისში, დიდუბის რაიონში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე „www.on.ge”-ის ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე; თბილისში, გლდანის რაიონში საარჩევნო უბანზე ფანჯრის მიზნის დაზიანების ფაქტზე. სულ არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 26 პირი, რომელთა შორის არიან როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერები. მათ შორის, სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ დაწყებულია ახალქალაქში ოპოზიციის მხარდამჭერებზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე (პასუხისგებაში მიცემულია 5 პირი, რომელთა შორის არიან მმართველი პარტიიდან დეპუტატის ოჯახის წევრები) და ქუთაისის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენელზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)