12:35 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-18 13:18:15, 1513 ნახვა

სამართალი
ხმაური სააპელაციო სასამართლოში - მანდატურებმა ზაზა სარალიძეს შენობა დაატოვებინეს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავენ, ხმაური იყო.

ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძეს გაღიზიანება იმ ინფორმაციამ გამოიწვია, თითქოს ხორავას საქმის პროკურორი იმედა გუგუშვილი დააწინაურეს. 

შვილმოკლულმა მამამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქმის მოქმედ პროკურორს, თორნიკე ნადირაძეს. ამ ინციდენტის შემდეგ, მანდატურებმა სარალიძეს სასამართლოს შენობა დაატოვებინეს. 

ხორავას საქმის არსებითი განხილვა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. დაცვის მხარე დამატებითი მტკიცებულებების დართვას ითხოვს, საუბარია საპარლამენტო საგამოძიებო კომისაზე დაკითხული მოწმეების ვიდო-აუდიო ჩანაწერების დართვაზე. სხდომა დახურულ რეჟიმში გრძელდება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics