12:35 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-18 11:57:21, 1262 ნახვა

სამართალი
ლომჯარია: აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს, თუმცა მნიშვნელოვანია, გამოძიება იყოს ობიექტური

„ვფიქრობ, აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის და შეკრების ფორმებს, თუმცა მნიშვნელოვანია, გამოძიება არ იყოს მხოლოდ ცალმხრივი“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 16 დეკემბერს, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატი საკითხს სწავლობს, რათა დადგინდეს, ვისი მხრიდან ჰქონდა ადგილი გადაცდომას.

„მე ვფიქრობ, რომ ორი დღის წინანდელ აქციაზე იყო გარკვეული დარღვევები, გარკვეულ შემთხვევებში, მათ შორის აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის და შეკრების ფორმებს და ფარგლებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს წარმოებული ობიექტური, მიუკერძოებელი გამოძიება. ჩვენ ვსწავლობთ მასალებს, რომ დავადგინოთ ვისი მხრიდან ჰქონდა გადაცდომას ადგილი. მათ შორის როგორ შეასრულეს ფუნქცია პოლიციელებმა, ხომ არ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას და ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მოსაზრებები და ასეთ დელიკატურ ვითარებაში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება არ იყოს მხოლოდ ცალმხრივი და იყოს სრულყოფილი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics