|
2018-12-18 10:41:18, 1319 ნახვა
სამართალი
პენიტენციური სამსახური პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი ფასიეიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების დღიდან ბრალდებული დაწესებულების მედპერსონალის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა და სათანადო სამედიცინო მომსახურებით იყო უზრუნველყოფილი, თუმცა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბრალდებული უარს აცხადებდა სამსახურის მიერ მისთვის შეთავაზებულ დახმარებაზე, არ ღებულობდა მედიკამენტებს და არ აძლევდა საშუალებას მედპერსონალს, რომ მისთვის სათანადო გამოკვლევები ჩაეტარებინათ. „1983 წელს დაბადებული გიორგი ფასიეიშვილი მიმდინარე წლის 31 ივლისს დააკავეს, ხოლო 1 აგვისტოს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა მოთავსებული. გიორგი ფასიეიშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და შიმშილობა გამოაცხადა, რის შესახებაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ აცნობა. მიმდინარე წლის სექტემბრიდან სისუსტის გამო, გიორგი ფასიეიშვილი ხუთჯერ იყო ჰოსპიტალიზებული N8 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც უარს აცხადებდა სამედიცინო დახმარებაზე და ისევ N8 დაწესებულებაში დაბრუნებას მოითხოვდა. 24 ნოემბერს და 5 დეკემბერს ბრალდებული იმყოფებოდა ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. 5 დეკემბერს გიორგი ფასიეიშვილი ჩაერთო სუიციდის პრევენციის პროგრამაში; 8 დეკემბერს ბრალდებული კვლავ გადაიყვანეს ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში, მაგრამ მანქანიდან არ გადმოვიდა და დაბრუნდა N18 დაწესებულებაში. 14 დეკემბერს ბრალდებული ღუდუშაურის კლინიკაში იქნა გადაყვანილი და იმავე დღეს დაბრუნდა პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში. 15 დეკემბერს გიორგი ფასიეიშვილი კვლავ იქნა გადაყვანილი ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც იმყოფებოდა გარდაცვალებამდე. დაესვა დიაგნოზი - ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა, დაუზუსტებელი თრომბოიტოპენია, დაუზუსტებელი კოაგულოპათია, ბოდვითი აშლილობა, ჰიპოგლიკემია. ბრალდებული გადაადგილებისას სარგებლობდა ინვალიდის ეტლით, აღენიშნებოდა წონის დეფიციტი, საერთო სისუსტე. ბრალდებული უარს აცხადებდა გამოკვლევებსა და გასინჯვაზე. გიორგი ფასიეიშვილი იმყოფებოდა ღუდუშაურის თერაპიულ განყოფილებაში, სადაც უცბად განუვითარდა ქოშინი, აპნოე და მიუხედავად ექიმების მცდელობისა და ჩატარებული სარეანიმაციო ღონისძიებებისა, სამწუხაროდ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა“, - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
(NS)
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)