|
2018-12-17 10:28:36, 4062 ნახვა
მსოფლიო
„საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი“ - სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას მსოფლიო მედია ეხმაურება
საქართველოს ახალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას მსოფლიო მედია ეხმაურება. გამოცემა The Washington Post-ი აქვეყნებს მასალას სათაურით - „საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია პროტესტის ფონზე წარიმართა“. როგორც გამოცემა წერს, ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს მთავარი აქცენტები ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე გააკეთა. The Washington Post-ი იტყობინება, რომ ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავდა და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლის უფლება ხელისუფლებამ არ მისცა და გზა გადაუკეტა. გამოცემა აგრეთვე, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე წერს.
გერმანული გამოცემა Deutsche Welle იტყობინება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე საქართველოში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა. "ახალმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მას სურს ქვეყანა დემოკრატიული მიმართულებით განვითარდეს და ეს პროცესი შეუქცევადი იყოს. მან ასევე ისაუბრა, იმაზე, რომ საფრანგეთში მიღებულ გამოცდილებას საქართველოს სასარგებლოდ გამოიყენებს. ზურაბიშვილი აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის მთავარი კურსი იქნება და ამაში საქართველოს ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები დაეხმარებიან. ამასთან, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებით, პრეზიდენტის როლი ქვეყანაში გახდა ფორმალური.ინაუგურაციის პარალელურად ქვეყანაში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციაციებიც გაიმართა", - წერს DW.
ინაუგურაციასა და საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე წერს BBC-ის რუსული ბიუროც. BBC-ი ყურადღებას ამახვილებს ოპოზიციის აქციებზე და აღნიშნავს, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, პროტესტის ნიშნად საქართველოს პარლამენტის წინ კარვები გაშალეს. მანამდე მათ საპროტესტო აქცია-მსვლელობა მოაწყეს, რომლის ფონზეც ინაუგურაცია მიმდინარეობდა. ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებელი ამბობს, რომ ზურაბიშვილი ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი წესით აირჩიეს და ის ქვეყნის სათავეში 6 წლის განმავლობაში იქნება.
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას რუსული მედიაც ეხმაურება. "რია ნოვოსტი" ზურაბიშვილის სიტყვის იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც პრეზიდენტმა რუსეთთან ურთიერთობაზე ილაპარაკა. გამოცემა წერს, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ერთ-ერთ მთავარ პირობად, მოსკოვის მიერ საერთაშორისო ნორმების შესრულებას ასახელებს.
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება - „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა
იანვრიდან მოყოლებული, საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 140 000 ადამიანით შემცირდა
ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები - რას ყიდის საქართველო და საიდან ვყიდით ნავთობს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|









epn.ge (@expressnews.ge)