|
2018-12-16 16:56:41, 1481 ნახვა
სამართალი
გახარია - სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას მიუხედავად თანამდებობისა, შესაბამისი პასუხი მოეთხოვება
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, ველისციხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია. ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და შესაბამისად, პოლიციამ სრულად შეასრულა თმენის ის ვალდებულება, რომელიც მას გააჩნია. დღეს, დილიდან, აბსოლუტურად მკაფიოდ იყო მარშრუტები განსაზღვრული, ვინ, საიდან და როგორ მოძრაობდა. მოგეხსენებათ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, დიდი რაოდენობით სტუმრებით და იყო სპეციალური მარშრუტები განსაზღვრული, რათა ეს ყველაფერი ყოფილიყო წყნარ და მშვიდ გარემოში, ისე როგორც ახლა თელავშია და არა ისე როგორც ახლა ველისციხის მიდამოებში ხდება. ასევე, მინდა ვთქვა, რომ გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში არის სრულად თავისუფალი და ამას ჩვენ ვადასტურებთ ერთხელ, ორჯერ და ბევრჯერ. პარალელური, ე.წ. აქციის პირობებში, მე მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო და დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს. მინდა დავპირდე მათ და სხვას არავის, რომ დღეს საღამოდან, ხვალინდელი დღიდან, ყველა ქმედება, ყველა პროვოკაციული ქმედება რომლებიც იყო განხორციელებული, სხვადასხვა წერტილებში სამართლებრივად იქნება გაანალიზებული და იქ სადაც იქნება სისხლის სამართლის შემადგენლობა, ყველას მიუხედავად სტატუსისა და თანამდებობისა მოეთხოვებათ შესაბამისი პასუხი. ამას მე ვპირდები ჩემ თანამშრომლებს, თითოეულ პოლიციელს. დღეს ჩვენ ყველამ ერთად, როგორც ინსტიტუტმა, პატივი ვეცით პრეზიდენტის ინსტიტუტს და თმენის ვალდებულებაზე უფრო მეტი მოვითმინეთ. თუმცა მინდა, რომ დავპირდე მათ, დღეს საღამოდან მოხდება სამართლებრივი ანალიზი თითოეული ქმედების, თითოეული მოქნეული ხელის, თითოეული დაზარალებული პოლიციელის, თუ მოქალაქის, არ აქვს მნიშვნელობა. განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)