|
2018-12-02 16:23:02, 4391 ნახვა
საზოგადოება
ოპოზიცია ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ამისთვის ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს
გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ამისთვის ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. როგორც ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, მათი შემდგომი ნაბიჯები ხელისუფლების პასუხზე იქნება დამოკიდებული. „ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და ამისთვის ვითხოვთ საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებას. ისეთ ცვლილებას, რომელიც მთლიანად შეცვლის საარჩევნო კორუმპირებულ ადმინისტრაციას, ცესკო-დან დაწყებული, უბნებამდე დამთავრებული. ვიცით, რომ ეს კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიებისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. გაერთიანებულ ოპოზიციას უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელსაც შევათანხმებთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. უნდა გაუქმდეს საოლქო კომისიები, რომელიც არაფერი არ არის, თუ არა გაყალბების კიდევ ერთი ინსტრუმენტი, საჯარო მოხელეებს მკაცრად უნდა აეკრძალოთ კამპანიაში მონაწილეობა, განსაკუთრებით მინისტრებს და მათ მოადგილეებს. ეს ხალხი ან მთლიანად წარმოადგენს ქართველ ერს ან მაშინ არიან ერთი პარტიის წარმომადგენლები და მათ ეს თანამდებობები არ უნდა ეკავოთ. ამ ყველაფრიდან გამომდიანარე, ხელისუფლებას ვთავაზობთ – შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, დავუშვათ ხუთი ადამიანის შემადგენლობით, თუ ამდენ კვალიფიციურ პირს მონახავთ თქვენთან, ჩვენც ამავე რაოდენობით შევქმნით ჩვენს დელეგაციას. სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ ცივილიზებულად, ევროპულად, კონსტიტუციურად, სამართლებრივად დავჯდეთ და ერთად გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ვადას გაძლევთ 16 დეკემბრამდე. ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული შემდეგი ნაბიჯები“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
კობახიძე - რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
კობახიძე - ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია
კობახიძე გამოუვალ მდგომარეობაზე - ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით
კობახიძე - ძალადობრივი აქციები, რაც ვიხილეთ 2024 წელს, მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში, იყო ინსტრუმენტი იმისა, რომ დაებრუნებინათ ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკური ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)