14:48 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-01 15:38:56, 3277 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ჯორჯ ბუშ უფროსს ლიდერის გამორჩეული თვისებები ჰქონდა

ჯორჯ ბუშ უფროსს ლიდერის გამორჩეული თვისებები ჰქონდა - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამძიმრის წერილში.
"ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დიადი ადამიანი იყო, რომელსაც ლიდერის გამორჩეული თვისებები ჰქონდა და ამერიკელების თაობებს შთააგონებდა სამშობლოსთვის ემსახურათ. მე და მელანია ვუერთდებით ჩვენი ერის მწუხარებას ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ჯორჯ ბუშ უფროსს ლიდერის გამორჩეული თვისებები ჰქონდა და აშშ-ს აყვავების ათწლეულები მოუტანა." - წერია დონალდ ტრამპის სამძიმრის წერილში.
ცნობილი გახდა, რომ 94 წლის ასაკში, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 41-ე პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა.

ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს 1989-1993 წლებში იკავებდა. იგი რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო. მანამდე, 1971-1973 წლებში, იგი გაერო-ში აშშ-ის ელჩი იყო. უფრო ადრე, 1976-1977 წლებში ჯორჯ ბუში ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობდა, რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა
იანვრიდან მოყოლებული, საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 140 000 ადამიანით შემცირდა
ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები - რას ყიდის საქართველო და საიდან ვყიდით ნავთობს
8 თვეში საქართველომ $12.5 მილიარდის საქონელი შეიძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics