10:46 - 05 Jul, 2026
|
2018-11-30 20:46:06, 1307 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს
ჭალადიდი-კოლხეთის და საჯავახო-ნიგოითის გადასარბენზე ძლიერი ქარის და უხვი ნალექის გამო, ენერგო-პრო ჯორჯიას მაღალი ძაბვის ხაზი დაზიანდა, რამაც რკინიგზისთვის დენის მოწოდების შეწყვეტა გამოიწვია, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც „რკინიგზაში“ აცხადებენ, შედეგად, დროებითი შეფერხება შეექმნათ მაგისტრალზე მოძრავ მატარებლებს. „ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და მატარებლების მსვლელობა განრიგის მიხედვით ხორციელდება. სს „საქართველოს რკინიგზის“ ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული. „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)