|
2018-11-30 19:38:27, 3718 ნახვა
კომენტარი
ხვიჩია მარიხუანასთან დაკავშირებულ ახალ კანონზე: სამწუხაროდ, ისევ არ გვესმის, რა თქვა საკონსტიტუციომ
„სამწუხაროდ, ერთი წლის თავზე, ისევ არ გვესმის, რა თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანაში მარიხუანას მოხმარებაზე“, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია პარლამენტის მიერ შსს-ს კანონპროექტის დამტკიცებას, რომლითაც მარიხუანის მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა. როგორც ხვიჩიამ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, შსს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „უცნაურად“ კითხულობს. „ნიშანდობლივია, რომ ერთი წელი გავიდა, რაც ჩვენი მხრიდან დაიძრა ეს საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში და ერთი წლის თავზე ისევ არ გვესმის, რა თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანაში მარიხუანას მოხმარებაზე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამ ქვეყანაში, რომ მარიხუანა კანონიერად ყოფილიყო ლეგალური. რა უნდა გავაკეთო ისიც არ მესმის, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ მითხრა, რომ ლეგალურია და მოხმარების უფლება მაქვს. არ ესმით სასამართლოს გადაწყვეტილება და მე ასეთ დროს როგორ უნდა გავაგებინო?! მე ვხსნი და ვლაპარაკობ სხვადასხვა კუთხიდან რომ გამიგონ, ეს მგონი სწორი სტრატეგიაა. ჭიდაობაზე ხომ არ გადავალთ?! ადამიანები ვართ, სახელმწიფო უწყებებთან და მთავრობასთან ვკომუნიცირებთ რაღაც გზებით, მათ შორის ლეგალური გზებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ვიღაცები კი კანონს უცნაურად კითხულობენ. მე ძალით მათ ვერ მოვერევი, ჩემზე ძლიერები არიან ფიზიკურადაც, მაგრამ სიმართლე ჩემს მხარესაა. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქართველ ხალხთან ერთად, რომელსაც მგონია, რომ ჩემნაირად ესმის ეს გადაწყვეტილება. პირველი ნაბიჯი გადადგმულია ამ მიმართულებით. დიდი ხანი თვალს ვერ დავიბრმავებთ, გამორიცხულია, ჩვენ საფუძვლად, ფუნდამენტში გვიდევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რამდენ ხანს უნდა გავძლოთ ხელოვნურად ამის არ შემჩნევით?!“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი - მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების დასაცავად, საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა. ახალი კანონის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა, კერძოდ: • იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე; • ნარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, მარიხუანას მოხმარება იკრძალება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის; • ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე სისხლის სამართლის დანაშაულია; • მარიხუანას მოხმარება აკრძალულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე, კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის; • მარიხუანას მოხმარებისთვის ახალი კანონი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის, გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას; • გაიზარდა სანქცია ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის; • სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ. კანონპროექტით არ შეცვლილა მარიხუანას ფლობის და გასაღების მიმართ არსებული რეგულაცია.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)