17:30 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 22:30:29, 1906 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურად ვერ აღიქვამს მოვლენებს

"ყველა ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურად ვერ აღიქვამს მოვლენებს და ვითარებას საქართველოში. სწორედ ამის შედეგია მისი განცხადება",- ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვა. 

შეგახსენებთ, რომ ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა. 

„ხალხო თქვენ ამ წუთში, ბინძურმა ოლიგარქმა, თავზე გადაგახიათ კანონი, კონსტიტუცია, დემოკრატია, არჩევნების ინსტიტუტი. მოგიწოდებთ დამკვირვებლებს, თითოეული ხმა დავიცვათ და ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგი დადგება, გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე. მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას დადგეს ხალხის მხარეს, მოვუწოდებ შეიარაღებულ ძალებს არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები, მოვუწოდებ სახელმწიფო აპარატის ჯანსაღ ნაწილს, გაემიჯნოს მაფიოზურ ბანდას, რომელიც დაეპატრონა საქართველოს. ვიწყებთ სამოქალაქო მშვიდობიან დაუმორჩილებლობას, ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებას საქართველოში. მოვუწოდებ ყველას, დადგეს თავისუფლების სადარაჯოზე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics