|
2018-11-26 14:40:44, 2280 ნახვა
მსოფლიო
რასმუსენი: რუსეთის არალეგალურ ქმედებებს ძლიერი საერთაშორისო პასუხი უნდა დავახვედროთ
ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი კერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. როგორც რასმუსენმა აღნიშნა, მოსკოვის ქმედებებს ძლიერი საერთაშორისო პასუხი უნდა დავახვედროთ. რუსეთის აგრესია აზოვის ზღვაში უკრაინის წინააღმდეგ მყისიერად უნდა შეწყდეს: უკრაინულ გემზე თავდასხმის შემდეგ, რუსებმა ცეცხლიც კი გახსნეს. მოსკოვის არალეგალურ ქმედებებს ძლიერი საერთაშორისო პასუხი უნდა დავახვედროთ. პუტინი მხოლოდ ძალას უწევს ანგარიშს", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა. შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა. თავის მხრივ, ევროკავშირმა და ნატო-მ რუსეთსა და უკრაინას სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდეს. გაერო-მ საგანგებო სხდომა ჩანიშნა, სადაც ქერჩის სრუტეში მომხდარი ფაქტის და სამომავლო გეგმების განხილვა მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)